ტერმინლოგია » გ
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ
გამეტები [ბერძნ. gamete მეუღლე] – განაყოფიერების უნარის მქონე მომწიფებული სასქესო უჯრედები.
გეიშა – ძველ აღმოსავლეთში გეიშებს უწოდებდნენ, როგორც წესი, ლამაზ და ყოველმხრივ განათლებულ ქალებს. არსებობდა სპეციალური სკოლები გეიშებისათვის, სადაც მათ ასწავლიდნენ ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, ლამაზად ჩაცმისა და სალონური საუბრების ხელოვნებას. იპონიაში, ყოველ შეძლებულ მამაკაცს ჰყავდა ცოლი, რომელიც უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას და ზრუნავდა ბავშვების აღზრდაზე, და გეიშა, რომელთანაც ფიზიკურად და ინტელექტუალურად ¨ისვენებდა¨. გეიშები სპეციალურ სამოსს ატარებდნენ, ხოლო სახეს ტრადიციული ნიღაბით იფარავდნენ. იაპონიაში დღემდე არსებობს გეიშების ინსტიტუტი. მეძავებისაგან განსხვავებით, გეიშების მამაკაცთან ურთიერთობის საფუძველს სექსუალური კავშირი არ წარმოადგენს.
გენდერი – სოციალური სქესი, განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის, რომელიც განპირობებულია არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური პირობებით (სპეციფიური სოციალური ფუნქციები საზოგადოებაში, კულტურული სტერეოტიპები და ა.შ.).
ბიოლოგიური სქესისაგან განსხვავებით, გენდერი სქესის სოციალურ განზომილებას წარმოადგენს – ერთგვარ სოციოკულტურულ ფენომენს, რომელიც ასახავს მამაკაცად და ქალად ყოფნის თავისებურებებს ამა თუ იმ საზოგადოებაში. მაგ. მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს სოციალური როლი, რომელიც ტრადიციულად ქალის როლია (მაგ. ბავშვების მოვლა და დიასახლისობა) ამ საზოგადოებაში, მაგრამ ეს ქცევა მას ფიზიკურად ნაკლებად მამაკაცურს სულაც არ ხდის. მამაკაცისა და ქალის სოციალურ როლებს თავად საზოგადოება ქმნის, მისთვის დამახასიათებელი კულტურული ნორმებითა და ფასეულობებით.
გენიტალიები [ლათ. genital is დაბადებასთან დაკავშირებული] – სასქესო ორგანოები.
გენიტალგია [ლათ. genital is დაბადებასთან დაკავშირებული, სასქესო + ბერძნ. algos ტკივილი] – ტკივილის შეგრძნება სასქესო ორგანოების მიდამოებში კოიტუსის ან მისი დამთავრების შემდეგ.
გენოტიპი [ბერძნ. genos გვარი, დაბადება, წარმოშობა + typos ანაბეჭდი, ნიმუში, ტიპი ] – ორგანიზმის ყველა გენის ერთობლიობა, ორგანიზმის მემკვიდრეობითი საფუძველი.
გერონტოფილია [ბერძნ. geron (gerontos) მოხუცი, + philia სიყვარული] – სქესობრივი ლტოლვა მიმართული ასაკოვანი, მოხუცი ადამიანების მიმართ.
გინეკომასტია [ბერძნ. gyne (gynaicos) ქალი, + mastos მკერდი] – სარძევე ჯირკვალის გადიდება მამაკაცებში. ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ეს გამოწვეულია ტესტოსტერონისა და ესტროგენების რაოდენობის ზრდით და მათი ზემოქმედებით სარძევე ჯირკვლების ქსოვილებზე. ანსხვავებენ ნამდვილ და ცრუ გინეკომასტიას. ნამდვილი გინეკომასტია ვითარდება სარძევე ჯირკვლების ჯირკვლოვანი ქსოვილის ზრდის ხარჯზე, ცრუ – განპირობებულია სარძევე ჯირკვლების მიდამოებში ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებით.
გინეკოფილია, გინეკომანია [ბერძნ. gyne (gynaicos) ქალი, + mania ვნება, სიგიჟე] – მამაკაცის ჰიპერსექსუალურობა, რომელიც ხასიათდება ახალ-ახალ პარტნიორებთან (ქალებთან) სქესობრივი კავშირის დამყარების შეუკავებელი სწრაფვით.
გონადები [ბერძნ. gone თესლი + aden] – სასქესო ჯირკვლები, რომლებიც წარმოქმნიან სასქესო პროდუქტებს (კვერცხებს, სპერმატოზოიდს).
გონადური სქესი – მისი იდენტიფიცირება ხდება სქესობრივი კუთვნილების ძირითადი მაჩვენებლით – სასქესო ჯირკვლების ჰისტოლოგიური აგებულებით.