ტერმინლოგია » უ

ურანიზმი (ურანოსი – ბერძნულ მითოლოგიაში ცის ღმერთი) – ჰომოსექსუალობის ფორმა, რომელიც სრულიად გამორიცხავს ქალების მიმართ ყოველგვარი სექსუალური ლტოლვის შესაძლებლობას. ტერმინი ¨ურანიზმი¨, როგორც მამაკაცური ჰომოსექსუალობის სინონიმი გამოიყენება 1870 წლიდან, როცა ავსტრიელმა მწერალმა კ.ულრიხმა გამოაქვეყნა რამდენიმე ნაწარმოები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ¨თანდაყოლილი თვისებებით… იმ ზღვარზე იმყოფებიან, რომელიც გამოყოფს ერთ სქესს მეორისაგან¨. ულრიხი თვლიდა, რომ ჰომოსექსუალები მესამე სქესს წარმოადგენენ, რადგან საკუთარ თავში აერთიანებდნენ ¨ქალის გონებასა და მამაკაცის სხეულს¨. ულრიხი, რომელიც მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო (იურისტი, თეოლოგი, ლათინურის სპეციალისტი, მწერალი), ცდილობდა ჰომოსექსუალთა იურიდიული სტატუსის შეცვლას.

უროფაგია [ბერძნ. uron შარდი, + phagos შთამნთქმელი] – პარტნიორის შარდის გამოყენებით გამოწვეული სექსუალური აღგზნება.

უროფილია [ბერძნ. uron – შარდი, + philia სიყვარული] – შარდის გემოთი და სუნით ან მოშარდვის პროცესით ტკბობა. მას ასევე უწოდებენ უროლაგიას. უროფილია ეწოდება პარტნიორზე (ან პირიქით) მოშარდვის სურვილისაგან სექსუალური სიამოვნების მიღებას. წარმოადგენს ურეთრალური ეროტიზმის ერთ-ერთ ფორმას.


Bookmark and Share