ტერმინლოგია » ბ
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ
ბისექსუალურობა [ლათ. bis ორჯერადი, sexualis სასქესო, სქესობრივი] – ფართო მნიშვნელობით ორივე სქესისათვის დამახასიათებელი თვისებების ფლობა (ანდროგინია), ვიწრო გაგებით – სქესობრივი ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენელთა მიმართ.
ბერსრანიზმი – (იგივე ნეკროსადიზმი) სქესობრივი გარყვნილება, რომელიც მჟღავნდება ნეკროფილიისა და სადიზმის ერთდროულ არსებობაში. ბერსრანიზმი გამოიხატება ადამიანის სქესობრივ ლტოლვაში გვამების მიმართ და მათ წვალებაში. სახელწოდება დაკავშირებულია სერჟანტ ბერტრანთან, რომლის შემთხვევაც აღწერილია რ.კრაფტ-ებინგომის წიგნში ¨სქესობრივი ფსიქოპათია¨. ბერტრანი სასაფლაოზე თვალებს ჩიჩქნიდა გვამებს, და ამის ნიადაგზე განიცდიდა სქესობრივ აღგზნებას, ხშირად სქესობრივ კონტაქტსაც ამყარებდა გვამებთან. დაავადება ძალზე იშვიათად გვხვდება.
ბესტიალიზმი [ლათ. bestia – ცხოველი] იხ.ზოოფილია
ბინარული [ფრანგ. binaire] – ორი ნაწილისაგან შემდგარი, ორმაგი.
ბიორითმები სექსუალური – სქესობრივი აქტივობის ინდივიდუალური რიტმული ცვლილებები, რომელიც დამოკიდებულია, როგორც გარემო, ასევე ასაკობრივ ფაქტორებზე, კონსტიტუციონალურ თავისებურებებზე და სოციალურ პირობებზე. სექსუალური ბიორიტმის რეგულაცია ხორციელდება ნერვული და ენდოკრინული სისტემის მეშვეობით.
ბოვარიზმი (გუსტავ ფლობერის ¨მადამ ბოვარის¨ მთავარი პერსონაჟის სახელის მიხედვით) – სენტიმენტალური, სასიყვარულო შინაარსის რომანტიული ოცნებები, რომლებიც ახასიათებს ზოგეირთ ფსიქოპათოლოგიურ მდგომარეობას.