ტერმინლოგია » ლ
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ
ლესბოსელობა (მომდინარეობს ეგეოსის ზღვაში ბერძნული კუნძულის სახელწოდებიდან; სინონიმები – ლესბოსური სიყვარული, საფიზმი, ტრიბადია) – ქალური ჰომოსექსუალობა. გავრცელებული იყო აზიის აღმოსავლეთსა და სამხრეთში (ასირია, ბაბილონი, ძველი ინდოეთი), აგრეთვე აფრიკაში (ეგვიპტე). იქიდან გავრცელდა ძველ საბერძნეთსა და რომში, ხოლო შემდეგ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. ქალთა ერთსქესიანი სექსუალური ურთიერთობისადმი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დამოკიდებულება იყო. თუ ავსტრიაში ქალთა ერთსქესიანი სიყვარული მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა, საფრანგეთში 1881 წელს, ქალებმა ოფიციალურად მიიღეს ტრიბადიისათვის განკუთვნილი სპეციალური სახლების მონახულების უფლება. ქალთა ჰომოსექსუალობის სიხშირე მერყეობს 1-დან 3%-მდე. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს პროცენტი ძალზედ შემცირებულია, რადგან მამაკაცისგან განსხვავებით, ქალისთვის შედარებით ადვილია დამალოს თავისი სექსუალური მიდრეკილებები. ის შეიძლება გათხოვდეს და ბავშვიც გააჩინოს, რათა საზოგადოების თვალში მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც მამაკაც-ჰომოსექსუალს გაუჭირდება.
აღმოსავლურ და სამხრეთულ ქვეყნებში ფართო გავრცელება ჰპოვა ხელოვნურმა პენისმა. იმ შემთხვევებში, როდესაც ლესბოსური ურთიერთობა გამოწვეულია ისეთი გარემო პირობებით, რომელნიც დიდი ხნით ხელს უშლიან ქალს ნორმალური სქესობრივი ცხოვრების წარმოებაში, ლესბოსური სიყვარული შეიძლება გავუთანაბროთ ვიკარულ (ჩანაცვლებულ) კოიტუსს.
ხშირად ამ მიდრეკილებას ვხვდებით ოჯახის ქალებთანაც, რომლებიც თავიანთ ქმრებთან ცხოვრობენ. ასეთი ორმაგი ცხოვრებით მცხოვრებ ქალს შეუძლია სიამოვნება მიიღოს ორივე პარტნიორისგან (ის ბისექსუალია) ან მამაკაცი მისთვის უსიამოვნოა და ორგაზმს მხოლოდ ჰომოსექსუალური სიყვარულით განიცდის.
ლიბიდო [ლათ.libido – ლტოლვა, სურვილი, სწრაფვა, სინონიმი – სქესობრივი ლტოლვა] – სქესობრივი სიახლოვისადმი სწრაფვა. ფროიდის მიხედვით, ლოკალიზდება სხეულის სხვადასხვა ზონებში და ფსიქოსექსუალური განვითარების ფაზებს განსაზღვრავს. ცნობიერებასთან მჭიდრო კავშირის გამო თვითონ ლიბიდოც განიცდის ხანგრძლივ ინდივიდუალურ ევოლუციას, თანდათანობით რთულდება და იხვეწება. გამოყოფენ მისი ფორმირების რამოდენიმე სტადიას.
გაგებითი სტადია მთლიანად დაკავშირებულია ბავშვის ცნობიერების ფორმირებასთან. მოკლებულია გრძნობათშეფერილობას და ამ ეტაპზე ლიბიდოსთან არავითარი შეხება არ გააჩნია (ამიტომ ამ სტადიას ლიბიდომდელსაც ეძახიან). ამ სტადიაზე ბავშვი აცნობიერებს, რომ გარშემომყოფი ადამიანები იყოფიან არა მარტო ბიჭებად და გოგოებად, არამედ უფრო მოცულობით კატეგორიებად – მამაკაცებად და ქალებად (დედა და მამა, პაპა და ბებია, ბიძა და დეიდა). ბავშვი თანდათანობით აცნობიერებს განსხვავებულსქესიანობის ფაქტს და საკუთარ თავს ორი სქესიდან ერთ-ერთს აკუთვნებს. გოგონებს უჩნდებათ სექსუალური ქცევის ელემენტები – თოჯინებით თამაში, დედა-შვილობანა, სახლობანა.
რომანტიულ სტადიაში ჭაბუკებისათვის დამახასიათებელია ფანტაზიები, რომლებშიც ისინი სჩადიან გამოგონილ გმირობებს პირველი შეყვარებულობის იდეალიზირებული ობიექტის საპატივსაცემოდ. გოგონებთან თვალნათლივ ჩანს სწრაფვა იმისკენ, რომ მიიქციონ ყურადღება, სხვებს მოსწონდეთ, ჩნდება ფანტაზიები, რომელთა ძირითად შინაარსს წარმოადგენს მშვენიერი და მამაცი “პრინცის” უანგარო ზრუნვა. მშობლების მხრიდან ამ ილუზიების ცხოვრებისეული დარიგებებით დანგრევის მცდელობები ან ჭაბუკთა მიერ დისტანციის შემცირება, გოგონების მიერ აღიქმება, როგორც ბინძური და შეურაცხმყოფელი. ამ სტადიის დამახასიათებელი თვისებებია – გრძნობათა ძლიერი მოზღვავება ტკბილი ტრაგიზმის თავგანწირვის და მსხვერპლთშეწირვის ელემენტებით, სრული დარწმუნებით განცდების უნიკალურობაში (არავის და არასოდეს ასეთი რამ არ განუცდია!). ამ სტადიის მნიშვნელობა ლიბიდოს ფორმირებაში – ფიზიოლოგიური ინსტიქტის ჭეშმარიტად ადამიანურ სიყვარულამდე ამაღლება. ჭაბუკებთან სექუალური ლიბიდოს სწრაფი განვითარებისაგან განსხვავებით გოგონებთან რომანტიული სტადიის თვისებები შეიძლება შენარჩუნდეს დიდი ხნის მანძილზე და მჭიდროდ შეერწყას ეროტიულ ელემენტებს.
ეროტიული სტადია ვლინდება სინაზისა და მოფერებისაკენ (სიტყვიერ და ტაქტიურ) სწრაფვაში. ეს სტადია დიდი ხნის მანძილზე განსაზღვრავს ქალის სექსუალობას, მამაკაცებთან კი საკმაოდ სწრაფად იცვლება სექსუალური განმუხტვის მოთხოვნილება. გოგონებს თანდათანობით უჩნდებათ მღელვარე ინტერესი ეროტიული სიტუაციების მიმართ, ფანტაზიები, უფრო და უფრო გრძნობით ხასიათს, მათში სულ უფრო ნათლად იკვეთება შეხების ეროტიკა, სხეულის ამაღლებული სილამაზე, თაყვანისცემის ობიექტად გახდომისაკენ სწრაფვა. პირველი შეყვარებულობის განცდა ეროტიულ სტადიას ავსებს ნათელი და დაუვიწყარი გრძნობებითა და იმედებით, რომელთა უმრავლესობას განხორციელება არ უწერია.
სექსუალური სტადია მიმდინარეობს მდაბალი ემოციების სპეციფიკურ ფონზე, რომელნიც სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჩნდებიან და შემდეგ მუდმივად საზრდოობენ გარეგანი სეკრეციის პროდუქტების სტიმულაციით.
ეს გამოვლინებები, როგორც წესი, აჭარბებენ ინდივიდუალურ ფიზიოლოგიურ ნორმას (ე.წ. ყმაწვილური ჰიპერსექსუალობა). მათ თან ახლავთ გარკვეული რაოდენობის უკონტროლო ფენომენები – ცნობისმოყვარეობა სექსუალური თემატიკის მიმართ, სპონტანური ერექციები, სქესობრივი აღგზნების გამოვლენით, ღამის პოლუციები და მასტურბაცია, რაც ზოგჯერ ბიჭებში იწვევს სულიერ კონფლიქტებს ჩამოყალიბებულ მორალურ-ეთიკურ წარმოდგენებსა და საკუთარი “მეს” შეფასებას შორის. ქალებთან ეს სტადია ხასიათდება სიახლოვისაკენ ლტოლვის და ორგაზმის განცდის უნარის გამოვლენით და როგორც წესი ყალიბდება რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ. ქალებთან აქტიურ პუბერტატულ განვითარებას თან ახლავს ეროტიული ლიბიდოს უფრო ადრეული და ინტენსიური გამოვლინებები, მაგრამ რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ან მასტურბაციის გარეშე სექსუალური ლიბიდო იშვიათად ყალიბდება. ა.მ.სვიადოშჩს მიერ გამოკვლეულ ქალთაგან მთელი ცხოვრების მანძილზე სექსუალური ლიბიდოს არ არსებობა 22,4%-ს აღმოაჩნდა. ამასთან ასეთ შემთხვევათა უმრავლესობაში შეფერხება დაკავშირებულია აღზრდის დეფექტების ან სექსუალური პარტნიორის არაკომპეტენტურობის გამო სქესობრივი გრძნობების დათრგუნვით.
მოწიფული სექსუალობის სტადია ხასიათდება გაგებითი, ამაღლებულ-რომანტიული, ეროტიული, და სექსუალურ გრძნობითი ელემენტების ჰარმონიული შერწყმით მთლიან მორალურ-ეთიკურ ღირებულებათა სისტემასა და პიროვნულ ორიენტაციასთან. მოწიფული მამაკაცი მთლიანად აკონტრობებს თავის სექსუალურ ქცევას და სექსუალური სტადიისაგან განსხვავებით, წარმატებით თრგუნავს სექსუალურ ტენდენციებს, როდესაც მათი გამოვლინება არ შეესაბამება დროს და გარემოებებს, აგრეთვე ეწინააღმდეგება მის პიროვნულ მორალურ-ეთიკურ ღირებულებებს. ქალების უმრავლესობისათვის დამახასიათებელია სქესობრივი ლტოლვის ინტენსიურობის ციკლური ცვალებადობა. ამასთან ერთად ქალთა უმრავლესობასთან ლიბიდოს მომატებას ადგილი აქვს ცხოვრების არამენსტრუალურ პერიოდში.