10 მითი ჰომოსექსუალობის შესახებ

მითი: 1

მითი: თუ თქვენ ადრეულ ასაკში შეგაცდინათ თქვენივე სქესის ადამიანმა, თქვენ ხდებით ჰომოსექსუალი.

ფაქტები: ყველა გამოკვლევა ადასტურებს, რომ სექსუალური ორიენტაცია განისაზღვრება სიცოცხლის პირველივე წელს, ამიტომ თუ თქვენ ადრეულ ასაკში შეგაცდინათ ვინმემ, ამას უკვე აღარ შეუძლია იქონიოს გავლენა თუ რომელი სქესი მიგიზიდავთ უფრო ძლიერად მომავალში. ფართომასშტაბიანმა გამოკვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ჰოლანდიაში ამ საკითხთან დაკავშირებით (სპეიერის მოხსენება), სამუდამოდ გაანადგურეს ეს მითი.

მითი 2

მითი: ჰეტეროსექსუალური სიყვარული – ერთადერთი სწორი ფორმაა, რადგან ბავშვების გაჩენამდე მივყავართ.

ფაქტები: უდავოდ, მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის სექსუალური ურთიერთობის შედეგად იბადება ბავშვი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰომოსექსუალური სიყვარული ნაკლებმნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში არც ჰეტეროსექსუალური პარტნიორების ერთობლივი ცხოვრებაა მხოლოდ ბავშვების გაჩენაზე ორიენტირებული – ესაა ადამიანური სიახლოვის გამოხატულება, ერთმანეთისათვის სიხარულის მინიჭების, ამ ურთიერთობიდან სიამოვნების მიღების სურვილი. მაშინ რატომ გვეჩვენება არაბუნებრივად, როცა ორი ერთი და იგივე სქესის ადამიანიც აქეთკენ მიილტვის?

მითი 3


მითი:
ლესბოსელები მტრულად არიან განწყობილნი მამაკაცთა მიმართ.

ფაქტები: გიყვარდეს ქალი – სულაც არ ნიშნავს გძულდეს მამაკაცი. სიყვარული – ეს, რაც არ უნდა ითქვას, პოზიტიური ემოციონალური მდგომარეობაა. ქალის ქალისადმი სიყვარულმა არ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გარე სამყაროსთან ქალის დამოკიდებულებაზე, კერძოდ კი საწინააღმდეგო სქესთან. მამაკაცს კი, მისთვის დამახასიათებელი ეგოიზმითა და ამპარტავნობით, ვერ წარმოუდგენია, რომ ქალი შეიძლება განიცდიდეს ღრმა გრძნობებს მისი მონაწილეობის გარეშე.

მითი 4

მითი: ჰომოსექსუალთა სექსუალური აქტივობა უფრო მკვეთრადაა გამოხატული, ვიდრე “ნატურალებისა”, ამიტომაც ისინი გეკიდებიან საზოგადოებრივ ადგილებში.

ფაქტები: არ არსებობს გამოკვლევა, რომელიც ამტკიცებს რომ ჰომოსექსუალთა სექსუალური აქტივობა გარშემო მყოფებთა მიმართ უფრო მკვეთრად ვლინდება, ვიდრე ჰეტეროსექსუალებისა. ჰომოსექსუალთა აკიდება საზოგადოებრივ ადგილებში არაფრით არ განსხვავდება ჰეტეროსექსუალი მამაკაცების ქალებზე აკიდებისგან – არც უკეთესია, არც უარესი.

მითი 5

მითი: ჰომოსექსუალებს შვილად აჰყავთ ბავშვები (როგორც გოგონები, ასევე ბიჭები), რათა მათგან გაზარდონ ლესბოსელები და ჰომოსექსუალები.

ფაქტები: ამ სფეროში ჩატარებულმა მრავალმა გამოკვლევამ დამტკიცა, რომ შეუძლებელია აღზარდო ადამიანი ჰომო ან ჰეტეროსექსუალად. ამ ლოგიკის თანახმად, ყველა ჰეტეროსექსუალი იქნებოდა ჩვენს საზოგადოებაში.

მითი 6

მითი: ჰომოსექსუალთა რიცხვი მოიმატებს, თუ საზოგადოება არ განაცხადებს ხმამაღლა, რომ ჰეტეროსექსუალურობა ურთიერთობის ერთადერთი სწორი ფორმაა.

ფაქტები: ჰომოსექსუალობის, როგორც სექსუალური ურთიერთობის ერთე-რთი ფორმის აღიარებით ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა რაოდენობა არ გაიზრდება. უბრალოდ, ისინი, ვინც გულმოდგინედ მალავს თავის გრძნობებს, ბოლოსდაბოლოს მიიღებენ ღიად ცხოვრების საშუალებას.

მითი 7

მითი: ყველა გეი მამაკაცი იქცევა როგორც ქალი, ხოლო ლესბოსელი – როგორც მამაკაცი, და ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში ერთი მხარე თამაშობს მამაკაცის როლს, მეორე კი ქალისას.

ფაქტები: ლესბოსელებისა და გეების ურთიერთობის ქცევის ტიპები ძალიან მრავალფეროვანია. მას, ვინც თავის თავზე იღებს ამა თუ იმ როლს, ამით პარტნიორისაგან საწინააღმდეგო როლის შესრულებას ითხოვს. განსხვავება იმაშია, რომ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში არ არსებობს არაფერი “თავისთავად ნაგულისხმევი”.

მითი 8

მითი: ჰომოსექსუალებს არ შეუძლიათ ბავშვების ყოლა.

ფაქტები: შეუძლიათ და ჰყავთ კიდევაც! ზოგიერთი ასწრებს შვილების ყოლას მანამდე, სანამ აღმოაჩენენ თავიანთ ჰომოსექსუალობას. სხვები შვილებს აჩენენ საწინააღმდეგო სქესის პარტნიორებთან, ხშირად ასევე ჰომოსექსუალებთან. არსებობს საკმაოდ ბევრი მაგალითი, როცა მამაკაცებს ან ქალებს აქვთ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები, მაგრამ თავი ჰომოსექსუალად მიაჩნიათ. სხვადასხვა მიზეზის გამო მათ არ შეუძლიათ გამოააშკარავონ თავიანთი თავი: სამუშაო, ნათესავები, გარემოცვა. ზოგიერთები ამყარებენ კავშირს “გვერდზე”, სხვები კი სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან გაუხსნელნი.

მითი 9

მითი: ჰომოსექსუალობა განკურნებადია.

ფაქტები: ჰომოსექსუალობა არ “გადადის”. არ არის ცნობილი არც ერთი შემთხვევა, როცა ფსიქიატრიულ ან მედიკამენტოზურ მკურნალობას ამ სფეროში ¨დადებითი შედეგი¨ მოჰყოლოდეს. ადამიანის სექსუალური, გრძნობითი, ემოციური შეგრძნებების ხელოვნურად შეცვლა შეუძლებელია.

მითი 10

მითი: ჰომოსექსუალობა ბუნების საწინააღმდეგოა.

ფაქტები: ჰომოსექსუალობა არსებობდა ყველა დროის ყველა კულტურაში – ზოგი საზოგადოება კიცხავდა მას, ზოგი იღებდა (ეკიდებოდნენ მოთმენით ან მოწონებით). ჰომოსექსუალური ქცევა ახასიათებთ ცხოველებსაც. მას შეიძლება დავაკვირდეთ მაიმუნებში, თოლიებში, ბატებში, ცხვრებში. ბუნებაში სექსუალური ქცევა მრავალნაირია და ექვემდებარება ადამიანურ იდეოლოგიებსა და იდეალებს.

მასალა მომზადებულია ინტერნეტის მასალების მიხდვით

Bookmark and Share