კვლევები
ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული კვლევების შესახებ
ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში / Situation of transgender people in Georgia PDF
ნათია გვიანიშვილი / Natia Gvianishvili
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარა, რომელშიც ტრანსგენდერი თემის წარმომადგენელმა 14-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის მიზანი იყო დისკრიმინაციის იმ ფორმების შესწავლა, რომლებსაც ტრანსგენდერი ადამიანები თავიანთი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა სფეროში განიცდიან, მათ შორის, ჯანდაცვის სისტემაში და ტრანზიციის პროცედურებისას.
კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ ტრანსფობიური ძალადობა და ის ფაქტი, რომ საკითხები, როგორებიცაა გენდერის სამართლებრივი აღიარება თუ ტრანზიციის პროცესზე ხელმოსაწვდომობა, არ რეგულირდება სახელმწიფოს მიერ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტრანსგენდერი ადამიანების შესაძლებლობაზე, იმუშაონ, ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი და რეალიზდნენ სოციალურად.
პუბლიკაცია მომზადებულია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ პროექტის – „ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის კვლავმინიჭების პროცედურებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“ – ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან Kvinna till Kvinna, „ქალთა ფონდი საქართველოში” და ILGA Europe.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” მადლობას უხდის ყველა იმ რესპონდენტს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კვლევაში.
პუბლიკაციის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება ან გადაბეჭდვა WISG-ის წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. გამონაკლისს წარმოადგენს მოკლე ციტატების გამოყენება სტატიებში წყაროს მითითებით.
ჰომოფობიური სიძულვილის ენა და რეგულაციის მექანიზმები/ Homophobic Hate Speech and Regulation Mechanisms PDF
საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი / Policy Paper
ეკა აღდგომელაშვილი / Eka Aghdgomelashvili
დოკუმენტი მოიცავს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განხილვას ჰომოფობიური სიძულვილის ენის გამოყენების თვალსაზრისით, მის სიმწვავესა და თავისებურებებს, დინამიკასა და ძირითად ტენდენციებს. მის შესაძლო გავლენას როგორც სოციალური განწყობის ფორმირებაზე ლგბტ ჯგუფის წევრების მიმართ, ისე თავად ჯგუფის წევრებზე. გარდა ამისა, დოკუმენტში განხილულია ჰომოფობიური სიძულვილის ენის რეგულაციის განსხვავებული პრაქტიკები სხვადასხვა ქვეყნებში საკანონმდებლოდან დაწყებული თვითრეგულაციის მექანიზმის ჩათვლით.
მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის“ ფარგლებში. სტატია შესულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პუბლიკაციაში „როგორ დავძლიოთ სიძულვილის ენა. საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი“. 2012 წ.
The Necessity and Distorting Influences of Identity Politics in the Contemporary Context of Georgian LGBT Activism – The Need of Queering Politics 2012 PDF
ანი გიორგაძე/Ani Giorgadze
წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომში ავტორი მიმოიხილავს ფიქსირებულ სექსუალურ იდენტობათა ცნების, როგორც სოციალურ მოძრაობათა საფუძვლის პრობლემატიზაციას და განიხილავს ამ საკითხს დისკურსის კრიტიკასთან მიმართებაში. კვლევაში აღწერილია გარემო, რომელშიც ქართულ ლგბტ ორგანიზაციებს უწევთ მუშაობა. ავტორი შედარებით ვრცლად განიხილავს იდენტობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ისეთ თემებს, როგორებიცაა: ლბტ თემის ფორმირება, ბიოლოგიური დეტერმინიზმის რიტორიკა, ქამინგ აუთის აუცილებლობა, ჰომოფობია, როგორც არჩევანი და ლგბტ პრაიდი. აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობისას ავტორი წარმოაჩენს ერთის მხრივ ლგბტ ორგანიზაციათა პოლიტიკას, მეორეს მხრივ საქართველოში იდენტობის პოლიტიკის პრობლემატიზაციასთან დაკავშირებულ დილემას.
ავტორის აზრით, სივრცეში, სადაც იდენტობის კოლექტიური გაგება დეპოლიტიზებულია, ხოლო “ქვიარი” მიუღწევად და გარკვეულწილად პრივილეგირებულ სოციალურ და პოლიტიკურ მარკერად რჩება, იდენტობებთან “ქვიარის” დაპირისპირება ამ უკანასკნელისადმი უნდობლობისა და ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას იწვევს.
ავტორი თვლის, რომ საკითხი არასწორადაა დასმული თუ მოითხოვს არჩევნის გაკეთებას ერთის მხრივ მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებულ პერსპექტივასა და მეორეს მხრივ, რადიკალურ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს შორის, რომელშიც მოძრაობა შეიძლება იყოს ჩართული.
კვლევა სრულდება დასკვნით, რომ ქვიარ და იდენტობის პოლიტიკის ამგვარად დაპირისპირების თეორეტიზაცია სახიფათო ტენდენციაა, რომელსაც ფატალური გავლენა შეიძლება იქონიოს იდენტობის პოლიტიკაზე დაფუძნებული აქტივიზმისათვის ისევე, როგორც ქვიარ პოლიტიკისა და მისი პოტენციალისთვის. მსგავსი მიდგომა დებატებს ბინარულ ჩარჩოში აქცევს და ზღუდავს. დებატების დიქოტომიურმა მოდელმა და „ქვიარის“ იდენტობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოთავსებამ კი შესაძლოა ესენციალისტური, დისკრიმინაციული მტკიცებები გააღვივოს და ადგილი არ დატოვოს მათი „გაქვიარებისთვის“.
.
ლგბტ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში 2012 PDF
Situation of LGBT Persons in Georgia 2012 PDF
2012 წლის აპრილში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) ჩაატარა ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციის კვლევა საქართველოში. კვლევაში მონაწილეობა ლგბ ჯგუფის150–მა წარმომადგენელმა მიიღო. კვლევის მიზანი იყო იმ სოციალური გარემოს შესწავლა, რომელშიც ცხოვრობენ ჯგუფის წევრები. ცალკე ჩატარდა ჩაღმავებული ინტერვიუები ტრანსგენდერ ადამიანებთან. კვლევამ საშუალება მოგვცა შეგვეფასებინა თუ რამდენად ფართოდაა გავრცელებული დისკრიმინაცია ლგბტ ჯგუფის მიმართ სხვადასხვა სფეროში, რა ფორმის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას აქვს ადგილი და რა სიხშირით, იციან თუ არა ოჯახის წევრებმა მათი ორიენტაციის შესახებ, როგორ აფასებენ თავად ჯგუფის წევრები საზოგადოების დამოკიდებულებას მათ მიმართ და სხვ.
შერჩევასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც ჯგუფის სპეციფიკას უკავშირდება არ იძლევა შედეგების განზოგადების საშუალებას ქვეყნის მასშტაბით, თუმცა იძლევა გარკვეულ ინფორმაციას იმ დისკრიმინაციული პრაქტიკების/გამოცდილებების შესახებ რაც კვლევაში მონაწილე ადამიანებს აქვთ. ეს ინფორმაცია საკმარისია იმისათვის, რომ ცხადი გავხადოთ თუ სად და რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან ლგბ ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში. კვლევის შედეგები შეგვახსენებს, რომ სექსუალურ ორიენტაციაზე/გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც რეაგირებას მოითხოვს როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.
კვლევა განხორციელდა პროექტის „მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციის CM/Rec(2010)5 მონიტორინგი წევრი სახელმწიფოებისთვის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ – საქართველო“ ფარგლებში, ილგა–ევროპის ფინანსური მხარდაჭერით.
ქვეყანაში ლგბტ ადამიანთა მდგომარეობის უფრო სრულყოფილად ასახვისა და სრული კონტექსტის შესაქმნელად WISG-მა გადაწყვიტა გაემდიდრებინა ლგბტ დისკრიმინაციის კვლევის ანგარიში სხვა ინფორმაციითაც. პუბლიკაციას დაემატა სტატიები, რომლებიც ასახავს იმ სამართლებრივ და სოციო–კულტურულ გარემოს რომელშიც ცხოვრობენ ლგბტ ჯგუფის წევრები საქართველოში:
დისკრიმინაციის აკრძალვა ლგბტ პირებთან მიმართებით: ეროვნული კანონმდებლობის მიმოხილვა – სოფიო ჯაფარიძე
ჰომოფობიური სიძულვილის ენა და პოლიტიკური პროცესები საქართველოში – ეკა აღდგომელაშვილი
ჰომოფობია: სოციო-კულტურული გარემო საქართველოში – თამთა მელაშვილი
ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში – ნათია გვიანიშვილი
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის თანადაფინანსებამ შესაძლებელი გახდა პუბლიკაციის სრული ვერსიის მომზადება და გავრცელება.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) მადლობას უხდის ყველა იმ რესპოდენტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ლგბტ დისკრიმინაციის კვლევაში. კვლევაში გაწეული დახმარებისათვის ასევე მადლობას ვუხდით ორგანიზაცია „იდენტობას“, რომელმაც უზრუნველყო გეი და ბისექსუალი მამაკაცების ინტერვიუირება და ირაკლი ვაჭარაძეს, რომელმაც მოამზადა სტატია კვლევის შედეგების საფუძველზე.
პუბლიკაციის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება ან გადაბეჭდვა WISG-ის წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. გამონაკლისს წარმოადგენს მოკლე ციტატების გამოყენება სტატიებში წყაროს მითითებით.
ლბტ ქალთა მდგომარეობა საქართველოში – ჩრდილოვანი ანგარიში CEDAW კომიტეტისათვის PDF
LBT Women in Georgia – CEDAW Shadow Report, 2011 PDF
ანა ნაცვლიშვილი /Ana Natsvlishvili
ეკა აღდგომელაშვილი / Eka Aghdgomelashvili
ანგარიში მომზადდა და გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით. ანგარიში ეფუძნება საქართველოში ლბტ ქალთა უფლებათა დარღვევების შესახებ WISG-ის მიერ დოკუმენტირებულ მასალებს, ინტერვიუებსა და ფოკუს-ჯგუფის შედეგებს ლბტ ჯგუფის წევრებთან, ინტერვიუებს ლგბტ და მომიჯნავე საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სპეციალისტებთან, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან. ანგარიშში ასევე გამოყენებულია WISG–ის მიერ 2003, 2006, 2007-10, 2011 წლებში ჩატარებული მედიაკვლევები, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის COWI–ის ერთობლივი ანგარიშები ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ საქართველოში (საკანონმდებლო და სოციოლოგიური ანალიზი. 2010).
ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს ლბტ ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებაში კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
.
.
.
სექსუალურ ორიენტაციასთან/გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში – ნოემბერი, 2011 (ქართულ ენაზე) PDF
ეკა აღდგომელაშვილი / Eka Aghdgomelashvili
მონიტორინგი განხორციელდა მედიის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში და მოიცავს პერიოდს 01.11.11–დან 11.12.11–მდე. მონიტორინგის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ ენაზე.
.
.
სექსუალურ ორიენტაციასთან/გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში– მაისი, 2011 (ქართულ ენაზე) PDF
ეკა აღდგომელაშვილი / Eka Aghdgomelashvili
მონიტორინგი განხორციელდა მედიის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში და მოიცავს პერიოდს 01.05.11–დან 21.05.11–მდე. მონიტორინგის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ ენაზე.
.
.
სექსუალური და თვითდესტრუქციული ქცევების კვლევა ლბტ ჯგუფში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) PDF
Sexual and Self-destructive behavior study among LBT group (GEO/ENG)
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” დაასრულა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა გამოგვეკვლია სექსუალური ქცევის თავისებურებები ლბტ ჯგუფში, ჯანმრთელობის სერვისებზე მოთხოვნა და ხელმისაწვდომობა ლბტ ჯგუფის წევრებისათვის, ქამინ–აუთის გამოცდილება და ფაქტორები, რომელიც მოქმედებს ქამინ–აუთის პროცესზე; თვითდესტრუქციული ქცევები და მისი შესაძლო კორელაციები ლბტ ჯგუფის წამომადგენელთა თვითშეფასებასთან.
.
.
.
ვირტუალური კომუნიკაციების როლი თბილისელ ლესბი ქალთა ცხოვრებაში (ქართულ ენაზე) PDF
Virtual society of Tbilisi lesbian women: social factor of closeness (available only in Georgian)
შორენა გაბუნია / Shorena Gabunia
მოცემული ნაშრომი წარმოადგენს ე.წ. “სექსუალური უმცირესობების” წარმომადგენელთა, კერძოდ, თბილისელ ლესბოსელ ქალთა პრობლემების შესწავლის მცდელობას ინტერნეტ სოციოლოგიის მეშვეობით. ნაშრომში აქცენტი აღებულია თბილისელი ლესბოსელების იმ კატეგორიაზე, ვისთვისაც ინტერნეტი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების ერთადერთი გზაა.
თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში აგრერიგად ფესვგადგმული ჰომოფობიური, ქსენოფობიური და სექსისტური განწყობების მსხვერპლნი სხდასხვა უმცირესობასთან ერთად, ლესბოსელი ქალებიც ხშირად ხდებიან. კვლევაში წარმოჩენილია მათი დამოკიდებულება როგორც საკუთარი ცხოვრების სტილის, ასევე, სხვა ლესბოსელთა მიმართაც. ხშირად, სოციალური გარემო ინდივიდს თავის მარწუხებში აქცევს და აიძულებს, აირჩიოს მისი შესაბამისი ცხოვრებისეული სტრატეგია. ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ინდივიდის სოციალური სტატუსი, მისი მენტალობა, რელიგიური შეხედულებები და ა.შ. ამ სიტუაციაში, საკმაოდ ხშირია ინტერნალიზირებული ჰომოფობიის შემთხვევები, როდესაც ჰეტეროსექსისტურ საზოგადოებაში თავის დამკვიდრების მიზნით ინდივიდი მიმართავს ყველა ხერხსა და საშუალებას, რომ ფორმალურად მაინც გაემიჯნოს საკუთარ “სამარცხვინო” სექსუალობას და თავი საზოგადოების “სრულუფლებიან” წევრად იგრძნოს. თუმცა, როგორც კვლევა გვიჩვენებს, თბილისელი ლესბოსელები აქტიურად მიმართავენ საზოგადოებაში ინტეგრაციის სხვა ხერხებსაც – “ქამინგ-აუთსა” და შუალედურ პოზიციას – საკუთარი სექსუალობის გაჟღერებას მხოლოდ მოცემული ინდივიდისათვის სასურველ სივრცეში.
.
ჰომოსექსუალობა თბილისის ქალაქურ კულტურაში (რუსულ ენაზე) PDF
Homosexuality in Tbilisi’s urban culture (available only in Russian)
შორენა გაბუნია / Shorena Gabunia
.
.
ნაციონალიზმი და გეების/ლესბოსელების რეპრეზენტირება პოსტ–საბჭოთა საქართველოში (ინგლისურ ენაზე) PDF
Nationalism and Representation of Gays and Lesbians in Post-Soviet Georgia
თამარ წერეთელი / Tamar Tsereteli
ნაშრომი მიზნად ისახავს შეისწავლოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და ნაციონალიზმის ურთიერთქმედების ზეგავლენა საქართველოში მცხოვრებ სექსუალურ უმცირესობებზე. კვლევაში გამოყენებულია მედია ანალიზისა და ინტერვიუს მეთოდები. მედია ანალიზის კვლევამ აჩვენა რომ ქართული მედია საშუალუბები ქმნიან ერის ჰეტეროსექსუალურ ხატს, რომელიც ვერ იტევს ამ ხატისგან ოდნავ მაინც განსხვავებულ გამოხატულებებს რაც თავის მხრივ სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციას და მათი ეროვნული ჩარჩოების მიღმა განდევნას იწვევს. (ჰომოსექსუალი აღიქმება როგორც არა ქართველი, ეროვნების მიღმა დარჩენილ ადამიანად) მედია საშუალებების ანალიზში გამოვლინდა სამი ძირითადი მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც მედია საშუალებები ახდენენ სექსუალური უმცირესობების გარიყვას ერის ხატიდან, ესენია: ჰომოსექსუალობა როგორც საფრთხე ქართული კულტურისა და მართლმადიდებლობისთვის, ჰომოსექსუალობა როგორც დასავლური სამყაროდან შემოსული სენი და ჰომოსექსუალობა, როგორც ერის გამრავლების ხელშემშლელი ფაქტორი. კვლევაში ასევე განხილულია ნაციონალიზმისა და მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთქმედება, რომელიც რადიკალურ ფორმებს 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სათავეებში იღებს. კვლევის მეორე ნაწილი, ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით მიზნად ისახავს გამოავლინოს ქართველი სექსუალური უმცირესობების დამოკიდებულა ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური სიტუაციისა და მათი გამომწვევი ფაქტორებისადმი. კვლევაში გამოყენებულია 10 რესპონდენტის ინტერვიუ ( მათ შორის 5 რესპონდენტის თვითიდენტიფიკაცია არის გეი, ხოლოდ 5-ის ლესბოსელი).
ინტერვიუებისა და მედია ანალიზის მონაცემები ავლენენ ქართული მათლმადიდებლური ეკლესიის დიდ გავლენას ეროვნული ღირებულებების ფორმირების დაუსრულებელ პროცესში. კვლევის ფინალური და შემაჯამებელი ნაწილი ეხება საქართველოში სექსუალური უმცირესობების საკითხების უგულვებელყოფას საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან. ამის მიზეზად სახელდება მართლმადიდებლური ეკლესიის, კერძოდ პატრიარქის განუსაზღვრელი ავტორიტეტი ქართულ მოსახლეობაში, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყანაში სტერეოტიპად ჩამოყალიბებულ ჰეტეროსექსუალური ნორმების ნებისმიერი სახით რღვევას..
.
.
ჰომოსექსუალის ‘‘იატაკქვეშეთიდან გამოსვლის’’ პროცესი (ერთი ჰომოსექსუალი მამაკაცის ცხოვრების მაგალითზე) (ქართულ ენაზე) PDF
The Coming Out Process (on the examle of one gay man`s life history) (available only in Georgian)
გიორგი ურჩუხაშვილი / Giorgi Urchukhashvili
ნაშრომის თემას წარმოადგენს ჰომოსექსუალობა, კერძოდ, ჰომოსექსუალური იდენტობის ფორმირების და ე.წ. ‘’იატაკქვეშეთიდან გამოსვლის’’ პროცესი. კვლევა წარმოადგენს მხოლოდ ერთი შემთხვევის შესწავლას.
კვლევის განმავლობაში პირველადი სოციოლოგიური ინფორმაცია შეგროვდა სამი მეთოდის გაერთიანებით. ძირითადი მეთოდია ბიოგრაფიულ-ნარატიულ ინტერვიუ (რომელშიც იგულისხმება რესპონდენტის მონაყოლი თავისი ცხოვრების შესახებ, რომელიც სპეციფიურ წესებს ემორჩილება), ხოლო ინფორმაციის შესავსებად გამოყენებული იქნა ცხოვრების ისტორიისა (პირადი დოკუმენტების, ჩანახატების, მოთხრობებისა და ლექსების შესწავლა) და ზეპირი ისტორიის ელემენტები. კვლევითი კითხვები და ჰიპოთეზები ჩამოყალიბდა კვლევის განმავლობაში, ამიტომ შედეგები და დისკუსიები ეფუძნება კვლევის განმავლობაში შეგროვებულ და გაანალიზებულ მონაცემებს.
..
“უგზო-უკვლო ორიენტაციის”, ანუ ქალური ჰომოსექსუალობის რეპრეზენტაცია ქართულენოვან ბეჭდვით მედიაში (ქართულ ენაზე) PDF
“Lost Orientation” or Representation of Women Homosexuality in Georgian Print Media (available only in Georgian)
ნინო ხარჩილავა / Nino Kharchilava
კვლევა ეხება ქალური ჰომოსექსუალობის რეპრეზენტაციას ქართულ ბეჭდურ მედიაში. ნაშრომში დასმულია სამი კვლევითი კითხვა, რომელიც ეხება ქალური სექსუალობისა და ჰომოსექსუალობის უხილავობის საკითხს, ქალური ჰომოსექსუალობის, როგორც სოციალური პრობლემის კონსტრუირებას და მაკონსტრუირებელ მხარეს, ანუ ამგვარი კონსტრუქტების ავტორებს.
კვლევამ უჩვენა, რომ მასმედიის მიერ ქალური ჰომოექსუალობის კონსტრუირების პროცესი აბსოლუტურ თანხვედრაშია პატრიარქალურ პრინციპებთან. გაანალიზებულ ჟურნალ–გაზეთებში ხდება ქალური ჰომოსექსუალობის, როგორც ალოგიკური, არანორმალური, დევიაციური მოვლენის ინტერპრეტირება და იგი განიხილება სოციალური პრობლემის კონტექსტში. გაანალიზებულ მასალაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2008–2009 წლის ბეჭდვითი მედია ძირითადად დომინანტური იდეოლოგიისა და პატრიარქალური პრინციპების გამტარად გვევლინება, რასაც ადასტურებს ისიც, რომ ამ კონსტრუქტების ავტორები უმეტესწილად თვითონ მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან.
.
ჰომოსექსუალობის\ჰომოსექსუალთა რეპრეზენტაცია ქართულენოვან მედიაში 2005-06 (ქართულ ენაზე) PDF
Representation of Homosexuality/Homosexuals in Georgian Media 2005-06 (available only in Georgian)
ეკა აღდგომელაშვილი / Eka Aghdgomelashvili
სექსუალობის და კონკრეტულად სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის რეპრეზენტირების კვლევა მედია საშუალებებში გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან განსხვავებით რასის, სქესის. ასაკისა და ა.შ., საქმე გვაქვს იდენტობის ისეთ ფორმასთან, რომელიც ნაკლებად ხილვადია. საბჭოთა პერიოდში არათუ “განსხვავებულ” სექსუალურ ქცევაზე/იდენტობაზე, არამედ კულტურის მიერ დაშვებულ სექსუალობაზე საუბარიც კი მკაცრად იყო რეგლამენტირებული და მკაცრ იდეოლოგიურ კონტროლს ექვემდებარებოდა. საბჭოთა რეჟიმის მიერ შექმნილი მითი ჰომოსექსუალობის დასავლური წარმოშობის შესახებ, სხვა საბჭოურ მითებთან ერთად, ინერციით საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და სექსუალობაზე ტაბუს მოხსნის შემდეგაც, 90-იანი წლების ქართულენოვანი პრესაში ჰომოსექსუალობა სწორედ ამ კონტექსტში განიხილებოდა.
1998 წლიდან ნელ-ნელა იწყება ჰომოსექსუალის/ჰომოსექსუალობის, როგორც „უცხოს“ ტრანსფორმაცია „ავადმყოფ“ „ჩვენად“ და ჰომოსექსუალობის „პათოლოგიზაციის“ პროცესი, რომელიც მედიაში მოგვიანებით „სოციალურ დევიაციად“ გადაიქცა და რამაც კიდევ უფრო გაამყარა საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობები…